About Us

მოგესალმებით, ძვირფასო მკითხველო!

„ეკონიუსი“ 2019 წლის 29 ივნისს შეიქმნა. თავდაპირველად - საინფორმაციო სააგენტოს ფორმატით. თუმცა, თანდათანობით სახე იცვალა და დღეისათვის მედიასაშუალება უმთავრესად სოფლის მეურნეობის განვითარებითა და კულინარიით დაინტერესებულ მკითხველზეა ორიენტირებული.

მიმდინარე სიახლეებისა და საინტერესო მოსაზრებების მოწოდებაზე მთლად არ გვითქვამს უარი. უბრალოდ, ვცდილობთ, მათგან შედარებით პრაქტიკულები ამოვარჩიოთ და გავავრცელოთ (პოლიტიკის სიახლეები - ნაკლებად).

სახელწოდებიდან გამომდინარე, მედიასაშუალება ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს მხოლოდ ეკოლოგიურ, ვიწრო პროფილის საკითხებს უნდა ეხებოდეს. წესით, ლოგოც მწვანე ფერში უნდა იყოს გადაწყვეტილი... ან ეკონომიკური მიმართულება უნდა იყოს მისთვის მთავარი... რასაკვირველია, ამ სფეროებს ჩვენი სააგენტო ყურადღებას დაუთმობს, ისევე, როგორც ყველა დანარჩენს: „ეკო“ – oikos ხომ ბერძნული სიტყვაა და ქართულად სახლს, გარემოს ნიშნავს... ეკოლოგიის ცნების ერთ-ერთი განმარტება კი გვეუბნება, რომ ეს არის მეცნიერება ცოცხალი ორგანიზმების შესახებ მათ „საკუთარ სახლში“. ანუ ჩვენ შესახებ ჩვენსავე დედამიწაზე.

სიამოვნებით გავეცნობით თქვენს მოსაზრებებსა და შენიშვნებს.

პატივისცემითა და სიყვარულით - „ეკონიუსის“ რედაქცია

P.S. რედაქციის შეხედულება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს გამოქვეყნებული სტატიის ავტორის აზრს