ჩინელი მოხელის სახლში 13,5 ტონა ოქრო აღმოაჩინეს

26 სექტემბერი, 2019 15:07 უცხოეთის ამბები



წყარო: РИА новости


ჩინეთის პოლიციამ ქალაქ განჩჟოუს ყოფილ მერთან, ჩჟან ცისთან ჩატარებული ჩხრეკისას ზოდების სახით 13,5 ტონა ოქრო აღმოაჩინა, წერს ადგილობრივი გამოცემა Powerapple.

გარდა ამისა, არაოფიციალური მონაცემებით, 57 წლის ყოფილი ქალაქის თავის სახლის საიდუმლო სარდაფში დიდი ოდენობით ნაღდი ფულიც იპოვეს. გამოირკვა, რომ ის რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მდიდრულ უძრავ ქონებასაც მალავდა.

მედიასაშუალებების ინფორმაციით, ფული, ოქრო, ფერწერული ტილოები და ანტიკვარიატი რამდენიმე სამხედრო სატვირთო მანქანის საშუალებით გამოიტანეს.

მამაკაცს, სავარაუდოდ, სიკვდილით დასჯა ემუქრება.

ბოლო სიახლეები