მომავალი წლიდან კულტურის ფონდი ამოქმედდება

30 სექტემბერი, 2019 15:38 კულტურა



მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სპორტში მიღწეულ განსაკუთრებულ შედეგებზე და კულტურის მიმართულებით დაგეგმილ უმნიშვნელოვანეს პროექტებზე ისაუბრა:

„კულტურისა და სპორტის მიმართულებით მომავალი წლიდან დაგეგმილია კულტურის ფონდის ფუნქციონირება, რაც გულისხმობს იმას, რომ კულტურული პროექტების დაფინანსება იქნება გამჭვირვალე პროცესი და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მიეცემათ მეტი შესაძლებლობები, ექნებათ წვდომა მეტ რესურსთან, რაც მათ საინტერესო პროექტების განხორციელებაში დაეხმარებათ.

სპორტის მიმართულებითაც წლევანდელი წელი განსაკუთრებული წელია. ქართულ სპორტის ისტორიაში ასეთი შედეგები, ასეთი მიღწევები არ გვქონია. ყოველდღიურად განებივრებული ვართ ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო შედეგებით. ეს ყველაფერი ბიუჯეტშიც გამოიხატა. იზრდება სპორტის დაფინანსება 14 მილიონზე მეტი ლარით. მომავალი წელი არის ოლიმპიური წელი და ჩვენს ოლიმპიელებს დახმარება და ხელშეწყობა სჭირდება. ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წელი უფრო ღირსშესანიშნავი იქნება.

ბიუჯეტი სფეროების მიხედვით უკვე გათვალისწინებულია, მთავარია ამ ყველაფრის ეფექტურად განხორციელება.“ - განაცხადა მინისტრმა.


ბოლო სიახლეები