ანტარქტიდაში 315 მილიარდ ტონიანი აისბერგი ჩამოტყდა

1 ოქტომბერი, 2019 16:59 უცხოეთის ამბები


 



წყარო: РИА новости


ანტარქტიდაში ეიმერის შელფურ მყინვარს 315 მილიარდი ტონის წონის აისბერგი ჩამოსტყდა, იუწყება სკრიფსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტი.

D28-დ წოდებული აისბერგის ფართობი დაახლოებით 1,6 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, მისი სისქე კი დაახლოებით 210 მეტრია.

ყინულის ბელტმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საზღვაო ხომალდებს, ამიტომ მეცნიერები მას განუწყვეტლივ აკვირდებიან.

ეიმერი - სიდიდით მესამე შელფური მყინვარი მატერიკის აღმოსავლეთ ნაწილში, ლარს ქრისტენსენისა და ინგრიდ ქრისტენსენის ნაპირებს შორის მდებარეობს. უკანასკნელად ასეთი მსხვილი აისბერგი მას 50 წლის წინათ ჩამოსტყდა.

 

ბოლო სიახლეები