პალიასტომის ტბიდან დიდი რაოდენობით თევზი გამოირიყა

2 ოქტომბერი, 2019 17:25 ეკოლოგია




დაცული ტერიტორიების სააგენტო განცხადებას აქვეყნებს:

"კოლხეთის ეროვნული პარკში, პალიასტომის ტბიდან დიდი რაოდენობით თევზის გამორიყვის ფაქტი დაფიქსირდა.

ადგილზე იმყოფებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც არსებულ მდგომარეობას სწავლობენ. უკვე აღებულია წყლის სინჯები და გადაგზავნილია შესაბამის ლაბორატორიებში. კვლევების პასუხები უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დახოცილი თევზის გამორიყვის ფაქტი უკავშირდება წლის აღნიშნული პერიოდის ბუნებრივ პროცესებს რაც ტბის წყალში ჟანგბადის სიმცირეში გამოიხატება."

ბოლო სიახლეები