ჭიათურაში საბაგირო გზის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება

5 ოქტომბერი, 2019 10:38 პოლიტიკა




მუნიციპალური განვითარების ფონდი, ჭიათურაში, საბაგირო გზების მშენებლობას მიმდინარე წლის ბოლოს დაასრულებს.
პროექტი საქართველოს და საფრანგეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 40 მილიონ ლარს აღწევს.
სრულად აღდგება ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი მიმართულება.
რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება ფრანგულმა კომპანიამ ,,POMA“ უზრუნველყო.
ამ დროისთვის, კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია და დარჩენილია მხოლოდ ბაგირების გაჭიმვა.
ჯერ კიდევ 90-იან წლებში არსებული ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს, უფრო მეტიც, ხანგრძლივად ექსპლუატაციის გამო საფრთხეს უქმნიდა მგზავრებს.
პროექტის დასრულების შემდეგ კი, ეკოლოგიურად სუფთა, ახალი სამგზავრო-საბაგირო ტრანსპორტით, ადგილობრივები და ჭიათურის სტუმრები უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას.

საფრანგეთი

ბოლო სიახლეები