6 ოქტომბერს, დღის ბოლოს ამინდი გაუარესდება

6 ოქტომბერი, 2019 12:22 საზოგადოება



გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის პროგნოზს აქვეყნებს:

6 ოქტომბერს, დღის ბოლოდან 7 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება,ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

ბოლო სიახლეები