​საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტებმა ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის საკითხები და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს

7 ოქტომბერი, 2019 13:36 პოლიტიკა



საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობა და ცირკულარული მიგრაციის ხელშეწყობა - აღნიშნული საკითხები განიხილეს დღეს საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტებმა, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია, საქართველოს საკითხი დაბრუნდეს საერთაშორისო დღის წესრიგში და საქართველო არ იყოს მივიწყებული. აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი პარტნიორი და მხარდამჭერია, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით. შეხვედრისას განიხილეს ასევე კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების საკითხები: კულტურულ სფეროში საქართველო - გერმანიას შორის მემორანდუმის გაფორმების საკითხი და პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები, რომელიც დუალური განათლების საკითხებში თანამშრომლობას გულისხმობს.


გერმანია

ბოლო სიახლეები