2021 წლის 23 აპრილიდან თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს გადაიბარებს

9 ოქტომბერი, 2019 13:03 კულტურა




2021 წლის 23 აპრილიდან თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს გადაიბარებს და ერთი წლის განმავლობაში აუდიტორიას მრავალფეროვან ღონისძიებებს შესთავაზებს.

ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე თბილისის მერმა კახი კალაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ისაუბრეს.

წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად თბილისის მერიამ და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ განაცხადი მიმდინარე წლის მაისში, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომიისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერთ წარადგინეს. აღსანიშნავია, რომ თბილისმა გამარჯვება პირველივე ცდაზე მოიპოვა.

წიგნის მსოფლიო დედაქალაქი (World Book Capital) მასშტაბური პროექტია, რომელიც UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, 2002 წელს დაარსდა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და, ზოგადად, კითხვის პოპულარიზაციას, წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკარებისა და გამომცემლების ხელშეწყობას.
წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი თბილსისთვის ნიშნავს ქალაქის, როგორც მთავარი კულტურული ცენტრის აღიარებას. გასული წლების სტატისტიკის მიხედვით, წიგნის მსოფლიო დედაქალაქს 500 000-დან 1 000 000-მდე ვიზიტორი სტუმრობდ

თბილისი

ბოლო სიახლეები