"საქართველოს რკინიგზა" მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს

12 ოქტომბერი, 2019 13:18 საზოგადოება



14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს.

პირველი მატარებელი 11 სთ-ზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 11:30 სთ-ზე; მცხეთიდან გამოვა 11:50 სთ-ზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 12:20 სთ-ზე

მეორე მატარებელი 22:00 სთ-ზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 22:30 სთ-ზე ; მცხეთიდან გამოვა 22:50 სთ-ზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 23:20 სთ-ზე

გათვალისწინებულია დიდუბის ბაქანზე ორივე მატარელის ორწუთიანი გაჩერება.


რკინიგზა

ბოლო სიახლეები