ნურიელ რუბინი: აბრეშუმის გზის ინიციატივა და მიმდინარე რეფორმები რეგიონის ქვეყნებს ეკონომიკურ წარმატებამდე მიიყვანს

22 ოქტომბერი, 2019 15:30 ეკონომიკა & ბიზნესი


 

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში რიგით მე-3 „აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიხსნა. ღონისძიების გახსნით პანელს - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” მოდერაცია გაუწია ნიუ იორკის სტერნის ბიზნეს-სკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინმა.

თავის გამოსვლაში ნურიელ რუბინმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური ზრდისა და ვაჭრობის კუთხით მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე ტენდენციებზე და ქვეყნების შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის გლობალიზაციის, ინოვაციების და ინკლუზიური ეკონომიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საჭიროა პოლიტიკარომელიც ავითარებს სტარტაპებს და მცირე და საშუალო საწარმოებს, რაც  ეკონომიკური ზრდის მთავარი მიმართულება. ჩვენ უნდა გავიაზროთრომ თუ საერთაშორისო ზრდა არ გავხადეთ ინკლუზიურიუფრო მდგრადი, აღნიშნული უკუსვლა გაგრძელდება, საჭიროა მეტი ინტეგრაცია, მეტი გლობალიზაცია, მეტი ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები, რომელიც ახალ თაობას მისცემს გადარჩენის და წარმატების ინსტრუმენტს გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში“ - აღნიშნა ნიუ იორკის სტერნის ბიზნეს სკოლის ეკონომიკის პროფესორმა.

გახსნითი პანელის ფარგლებში, რუბინმა დადებითად შეაფასა აბრეშუმის გზის ინიციატივა და ის ეკონომიკური რეფორმები, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს. „ეკონომიკური რეფორმების მიმართულება, რომელსაც ქვეყნები ახორციელებენ ამ რეგიონში და აბრეშუმის გზის ინიციატივა მათ მიიყვანს ეკონომიკურ წარმატებამდე როგორც ამ რეგიონში, ასევე გლობალური მასშტაბით“ - განაცხადა ნურიელ რუბინმა.

ნურიელ რუბინის განცხადებით,  ბოლო 40 წლის განმავლობაში იმ ქვეყნებმა, რომლებმაც  გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრირება მოახდინესწარმატება  მიაღწიეს,  ვინც ეს ვერ შეძლოის ქვეყნები ჩამორჩებიან   ჩინეთს, საქართველოს და სხვა წარმატებულ ქვეყნებს, რომლებმაც  ვაჭრობისა და კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით დიდი ნაბიჯი გადადგეს.

ბოლო სიახლეები