Visa მხარს უჭერს უკონტაქტო ტრანზაქციების ზრდას PIN-კოდის გამოყენების გარეშე

14 აპრილი, 2020 11:14 ეკონომიკა & ბიზნესი



Visa მხარს უჭერს ბარათის ვერიფიკაციის მეთოდის (Card Verification Method) ლიმიტის გაზრდას 160 ლარამდე, რათა შესაძლებლობა მისცეს მომხმარებლებს საქართველოში, უფრო დიდი შენაძენისთვის მარტივად გადაიხადონ უკონტაქტო ბარათის დადებით .გაზრდილი ლიმიტი, რომელიც არ საჭიროებს PIN-კოდის გამოყენებას, წარმოადგენს მანამდე არსებული 100 ლარიანი ლიმიტის ოდენობის 60%-იან ზრდას, რაც მომხმარებლებისთვის უფრო მეტად მოსახერხებელია ყოველდღიური ოპერაციების განსახორციელებლად.

უკონტაქტო ტექნოლოგია წარმოადგენს გადახდის უსწრაფეს, ყველაზე მოსახერხებელ დაუსაფრთხო გზას, როგორც მომხმარებლების, ასევე მერჩანტებისთვის, რაც ბარათის ტერმინალზე დადების მეშვეობით გადახდის შესაძლებლობას იძლევა. საქართველოში ოპერაციების 95%-ზე მეტი უკვე უკონტაქტოდ ხორციელდება და ლიმიტის ზრდა მომხმარებელთათვის კიდევ უფრო გააუმჯობესებს შეძენის პროცესს.

„საქართველო მსოფლიოს მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს შიდა ოპერაციებში უკონტაქტო გადახდების წილის თვალსაზრისით[2]. როდესაც მომხმარებლები იხდიან ბარათის/მოწყობილობის ტერმინალზე დადების მეშვეობით, მათ მოსწონთ შეუფერხებელი, სწრაფი და უსაფრთხო პროცესი. ამასთან, ვიცით, რომ ადამიანებს დღეს უფრო მეტად სურთ უკონტაქტო გადახდის განხორციელება, ვიდრე ადრე.” - განაცხადა Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში კრისტინა დოროშმა. “ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ინოვაციის წახალისება და მომხმარებელსა და მერჩანტებს ვთავაზობდით გადახდის საუკეთესო მეთოდს. ჩვენ გვსურს კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი უსაფრთხო უკონტაქტო ტექნოლოგიების შემდგომ ზრდას საქართველოში PIN-კოდის გამოყენების გარეშე, გადახდის ლიმიტების ზრდის მეშვეობით.”

იმ მოწყობილობების გამოყენებისას, რომელიც დაფუძნებულია Visa ტოკენ სერვისის (Visa Token Service) სისტემაზე, სმარტფონის ან სმარტ საათის მეშვეობით უკონტაქტო ტრანზაქციის განხორციელებისას PIN-კოდის შეყვანა არ არის საჭირო.

უკონტაქტო ბარათები, რომლებიც იყენებს Visa-ს მარტივი გადახდის სერვისს (Visa Easy Payment Service), არის მოსახერხებელი და ხასიათდება თაღლითობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დონით ნებისმიერი სხვა ტიპის გადახდასთან შედარებით. თაღლითობის დონე გაყიდვის ადგილზე ისტორიულად დაბალი რჩება იმ ქვეყნებში, რომლებშიც ფართოდ გამოიყენება უკონტაქტო გადახდები.



 

ბოლო სიახლეები