საქართველოში რეგისტრირებული დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „ახმეტა“ დაემატა

12 მაისი, 2020 12:51 ეკონომიკა & ბიზნესი



საქართველოში რეგისტრირებული დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „ახმეტა“ დაემატა.

ამ დრომდე საქართველოში დარეგისტრირებული იყო ქართული ღვინის ადგილწარმოშობის 21 დასახელება.

„ახმეტა“ (დამატებითი აღნიშვნა „ახმეტის მწვანე“) თეთრი ან ქარვისფერი ღვინოა.

ახმეტის მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა, რეგიონისთვის დამახასიათებელი მშრალი სუბტროპიკულიდან ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულზე გარდამავალი კლიმატი, მუქი ყავისფერი კარბონატული ნიადაგები, მწვანე კახურის ჯიშის ვაზის მიერ ამ მიკროზონაში გამოვლენილი გამორჩეული თვისებები განსაზღვრავენ ღვინო "ახმეტის” განსაკუთრებულ ღირსებას.

წარმოების სპეციფიკაციის დაცვასა და ადგილწარმოშობის დასახელების მართებულად გამოყენებაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.


წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო



ღვინო

ბოლო სიახლეები