NASA-მ და SpaceX-მა, ისტორიაში პირველად, კოსმოსში კერძო ხომალდი - Crew Dragon-ი გაუშვეს

31 მაისი, 2020 01:46 უცხოეთის ამბები


NASA-მ და SpaceX-მა, ისტორიაში პირველად, კოსმოსში კერძო ხომალდი - Crew Dragon-ი გაუშვეს. გაფრენის პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ხომალდში ასტრონავტები რობერტ ბენკენი და დუგლას ჰარლი იმყოფებიან. გაფრენა წარმატებით განხორციელდა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე  კერძო კომპანიის შექმნილი რაკეტით გაემგზავრნენ. 2011 წლის შემდეგ აშშ-მა  ასტრონავტები კოსმოსში პირველად გაუშვა.

შეგახსენებთ, რომ ასტრონავტების გაშვებას 28 მაისისთვის გეგმავდნენ, თუმცა გაფრენა უამინდობის გამო გადაიდო.

ფოტო:

NASA - National Aeronautics and Space Administration

ბოლო სიახლეები