საქართველოში მცხოვრები პირებისათვის შვედეთის სამეფოში შესვლის შეზღუდვა უქმდება

3 ივლისი, 2020 19:12 პოლიტიკა




შვედეთის სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკომისიის მიერ საზღვრების ეტაპობრივი გახსნის რეკომენდაციის საფუძველზე, 4 ივლისიდან ქვეყანაში შემოსვლის უფლება გამონაკლისის წესით ექნებათ არა ევროკავშირის წევრი 14 ქვეყნის, მათ შორის საქართველოში მცხოვრებ პირებს. აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებთან ერთად გამონაკლისი შეეხებათ ამ ქვეყნებში დასაბუთებულად მცხოვრებ პირებს და არ იქნება დამოკიდებული მათ მოქალაქეობრივ სტატუსზე. საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებთანაც შვედეთს სავიზო რეჟიმი აქვს, საქართველოდან შვედეთში გამომგზავრებისას უნდა აკმაყოფილებდნენ შენგენის ზონაში ლეგალურად შემოსვლის მოთხოვნებს (უნდა გააჩნდეთ შვედეთის სამეფოში შემოსასვლელი ნებართვა/ვიზა).

შვედეთში ჩამოსვლის შემთხვევაში, მოქალაქეები ვალდებული არიან დაიცვან ჯანდაცვის საზოგადოებრივი სამსახურის მიერ ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად დაწესებული შეზღუდვები და რეკომენდაციები. გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს

გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანაში შემოსვლის რეგულაციები სიტუაციის ცვლილებასთან ერთად შესაძლოა გადაიხედოს.

შვედეთი

ბოლო სიახლეები