კომპოზიტორი ენიო მორიკონე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

6 ივლისი, 2020 16:17 უცხოეთის ამბები






91 წლის ასაკში დიდი კომპოზიტორი, თანამედროვე კლასიკური მუსიკისა და კინომუსიკის შეუდარებელი ოსტატი, ენიო მორიკონე გარდაიცვალა. მისი არაჩვეულებრივი პროფესიული კარიერა აღსავსეა დაუვიწყარი წარმატებებით (სერჯო ლეონეს იტალიური ვესტერნებისა და ჰოლივუდის ისეთი ცნობილი კინოფილმებისათვის შექმნილი მუსიკა, როგორიცაა „ მისია“, იგივე ლეონეს „ ერთხელ ამერიკაში“ და სხვა); მორიკონე ხუთჯერ იყო წარდგენილი „ოსკარზე“, ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მას 2007 წელს კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის და 2016 წელს კი - კვენტინ ტარანტინოს ფილმისთვის „საძულველი რვა“ შექმნილი მუსიკისათვის გადაეცა.

ბედნიერები ვართ, რომ მაესტრომ საქართველოშიც მოასწრო აურაცხელი ქართველი თაყვანისმცემლის გახარება და შარშან დაუვიწყარი კონცერტი აჩუქა მათ.

იტალია ენიო მორიკონეს ოჯახთან ერთად გლოვობს და პატივს მიაგებს დიდი მაესტროს ხსოვნას", ნათქვამია საქართველოში იტალიის საელჩოს განცხადებაში.

წყარო:

Ambasciata d'Italia a Tbilisi/იტალიის საელჩო საქართველოში

იტალია

ბოლო სიახლეები