ლიეტუვაში ჩამსვლელ საქართველოს მოქალაქეებს ორკვირიანი სავალდებულო თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ

20 ივლისი, 2020 12:23 პოლიტიკა





ლიეტუვი საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს:

"17 ივლისიდან, ორი კვირის განმავლობაში ლიეტუვაში ჩამსვლელ უცხოელებს ევროკავშირის ეკონომიკური ზონის გარეთ მდებარე ქვეყნებიდან (რომელთა შორისაა საქართველოც) ორ-კვირიანი სავალდებულო თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ. ასევე სავალდებულო იქნება რეგისტრაციის გავლა ლიეტუვის ეროვნული ჯანმრთელობის ცენტრში. თვითიზოლაციის საფასური ჩამსვლელებმა თავად უნდა დაფარონ.
აღნიშნული პირობების მოქმედების ვადა შესაძლოა გაგრძელდეს, ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით.


ლიეტუვა

ბოლო სიახლეები