სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი განახლდა

21 ივლისი, 2020 12:26 საზოგადოება







თბილისის მერი, კახა კალაძე პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 60 ავტომობილი გადაეცა. მათგან - 45 სასწრაფო სამედიცინო დახმარების სტანდარტული მანქანაა, ხოლო - 15 მაღალი გამავლობის რეანიმობილი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა შორის კრიტიკული პაციენტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.

აღნიშნული ავტომობილებიდან მაღალი გამავლობის რვა სასწრაფო დახმარების მანქანა დედაქალაქს მოეხმსახურება, დანარჩენი კი რეგიონებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება.

ბოლო სიახლეები