24 ივლისიდან საქართველოში შიდა ფრენები აღდგება

22 ივლისი, 2020 12:26 ეკონომიკა & ბიზნესი




საქართველოს აეროპორტების გაერთიანება განცხადებას აქვეყნებს:

"მგზავრთა საყურადღებოდ:

24 ივლისიდან შიდა ფრენები აღდგება.

ავიარეისები შესრულდება შემდეგი მიმართულებით:
 ნატახტარი - მესტია - ნატახტარი;
 ნატახტარი - ამბროლაური - ნატახტარი;
 თბილისი - ბათუმი - თბილისი.

გაცნობებთ, რომ ბილეთის ფასი და გაყიდვის წესი, ასევე, საშეღავათო პირობები არასრულწლოვანებზე კვლავ ძალაშია.


ბათუმის მიმართულებით ავიარეისები 24-დან 31 ივლისის ჩათვლით შესრულდება შემდეგი განრიგით:

 თბილისი - ბათუმი და პირიქით:

პარასკევი:
თბილისი - ბათუმი: 20:00
ბათუმი - თბილისი: 22:00
კვირა:
თბილისი - ბათუმი: 19:00
ბათუმი - თბილისი: 21:00
ორშაბათი:
თბილისი - ბათუმი: 09:00
ბათუმი - თბილისი: 15:00
ოთხშაბათი:
თბილისი - ბათუმი: 09:00
ბათუმი - თბილისი: 15:00
პარასკევი:
თბილისი - ბათუმი: 20:00
ბათუმი - თბილისი: 22:00


ამბროლაურის მიმართულებით ავიარეისები 26-დან 31 ივლისის ჩათვლით შესრულდება შემდეგი განრიგით:

ნატახტარი - ამბროლაური და პირიქით:

კვირა:
ნატახტარი - ამბროლაური: 17:00
ამბროლაური - ნატახტარი: 18:45
ოთხშაბათი:
ნატახტარი - ამბროლაური: 17:00
ამბროლაური - ნატახტარი: 18:45
პარასკევი:
ნატახტარი - ამბროლაური: 17:00
ამბროლაური - ნატახტარი: 18:45

 ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://ticket.vanillasky.ge/ge/tickets

წყარო:

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება / United Airports of Georgia

ბოლო სიახლეები