"საქართველოს მრავალფეროვანი ლანდშაფტი შეიძლება თქვენი ახალი ოფისი გახდეს" - ბრიტანული გამოცემა Insider

22 ივლისი, 2020 14:29 ტურიზმი





გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Insider საქართველოს მთავრობის ახალ პროექტს ვრცელ სტატიას უძღვნის, რომლის ფარგლებშიც მთავრობა საერთაშორისო ვიზიტორებს საქართველოში 6 თვეზე მეტი ხნით ცხოვრების უფლებას სთავაზობს.

„საქართველო ეს არის შუასაუკუნოვანი ციხე-სიმაგრეებით, მთებით, მდინარეებითა და კლდოვანი სანაპიროებით მდიდარი ქვეყანა. საქართველოს მრავალფეროვანი ლანდშაფტი შეიძლება თქვენი ახალი ოფისი გახდეს.-“წერს Insider-ის ჟურნალისტი.

„საქართველო დისტანციურად მომუშავე პირებს გრძელვადიანი პერიოდით ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობას აძლევს. დაინტერესებულმა პირებმა ონლაინ-აპლიკაცია უნდა შეავსონ და დადასტურება მიიღონ. ეს მოიცავს: სამოგზაურო დაზღვევას, დამსაქმებლის სერტიფიკატს და პერსონალურ ინფორმაციას. ჩამოსვლის წინ ვიზიტორებს საკუთარი ხარჯებით 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ეს პროგრამა ქვეყნის საზღვრების გახსნის გეგმის ნაწილია და ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერას ისახავს მიზნად, რომელიც კორონავირუსის შემდეგ დაზარალდა.“

Insider-ის სტატიაში მოყვანიალია საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ციტატა გამოცემა Agenda.ge-დან. „საქართველოს მსოფლიოში ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი აქვს და ჩვენ გვსურს ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ. ჩვენ ვსაუბრობთ საზღვრების გახსნაზე იმდაგვარად, რომ დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ამავდროულად მივიღოთ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც დისტანციურად მუშაობა სურთ საქართველოდან.“

 https://www.insider.com/georgia-welcoming-long-term-visitor…


წყარო:

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration
დიდი ბრიტანეთი

ბოლო სიახლეები