ოცხანური საფერე - წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში

12 სექტემბერი, 2020 17:03 ვენახი, ბაღ-ბოსტანი, ფერმა




ოცხანური საფერე - წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია

🌍 წარმოშობა - იმერეთი

🍷 მისი პროდუქცია გამოიყენება ინტენსიურად შეფერილი, მაღალხარისხიანი წითელი ღვინის დასამზადებლად.

☘️ ფოთოლი საშუალო ზომის, მცირედ ოვალური ფორმის. სამ-ხუთნაკვთიანი. ფირფიტის ზედაპირი წვრილბურთულოვანი. ქვედა მხარეს ხშირი შებუსვით.

🍇 მტევანი საშუალო ან საშუალოზე მცირეა. ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური. ხასიათდება მოკლე მხიანობით. მკვრივი, ან საშუალო სიმკვრივის. მარცვალი მომრგვალოა, საშუალოზე პატარა ზომის. ჯიშს ახასიათებს მარცვლის არათანაბარი განვითარება. სქელკანიანი და მკვრივია. წვენი ღია ვარდისფრად შეფერილი, ტკბილი მომჟავო გემური თვისებებით.

🍇 ჯიში საგვიანო პერიოდისაა და მწიფდება ოქტომბრის მეორე ნახევრიდან. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 181-187 დღე. ვაზი საშუალო სიძლიერის ზრდისაა.მტევნის წონა 150-166გ. ჯიში პერსპექტიულია შუა და ზემო იმერეთის რაიონებისათვის ყურძნის წვენის შაქრიანობა 21.7 - 21.8%; საერთო მჟავიანობა 7.8 - 9.2გ/ლ; pH 3.17


წყარო:
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                


ღვინო ყურძენი

ბოლო სიახლეები