ახმეტური შავი - წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში

6 ოქტომბერი, 2020 15:23 ვენახი, ბაღი და ბოსტანი






ახმეტური შავი - წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

 სინონიმები: ახმეტურა, ახმეტის წითელი

🌍 წარმოშობა: კახეთი

🍷🍷 მიიღება ხარისხიანი სუფრის წითელი ღვინო. გამოიყენება აგრეთვე საკუპაჟე მასალად.

🍇🍇 ახმეტური შავი საშუალოზე ძლიერი ზრდა-განვითარების და საშუალო მოსავლიანი ვაზის ჯიშია; ახალშენი ნარგაობის სახით , მცირე ფართობზე გაშენებულია ახმეტის მუნიციპალიტეტში.

☘️☘️ ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან დიდი ზომისაა, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია თხელ აბლაბუდისებურად.

🍇🍇 მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური, საშუალო სიმკვრივის. გვხვდება აგრეთვე თხელი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისა და ოდნავ ოვალური ფორმის, მოლურჯო-შავი ფერის. კანი მკვრივი აქვს, რბილობი რბილი და წვნიანი.

 სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 165 დღეა. მტევნის წონა 165-200 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19% - ს, მჟავიანობა 7-8 გ/ლ - ს.


წყარო:

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                


ღვინო ყურძენი

ბოლო სიახლეები