ჭუმუტა - წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში

13 ოქტომბერი, 2020 19:30 ვენახი, ბაღი და ბოსტანი





ჭუმუტა - წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია

🌍 წარმოშობა: გურია

▶️ სინონიმები: ჯუმუტა, ჯუმუტაი

🍷🍷 ჭუმუტა მაღალხარისხიანი საღვინე ჯიშია. მისგან დაყენებული სუფრის მშრალი ღვინო ხასიათდება ლამაზი ღია წითელი შეფერვით, დიდი სხეულით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით, ჰარმონიულობით და კარგი გემოთი.

☘️☘️ ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდია, მომრგვალო, სამ-ხუთვნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია აბლაბუდისებრი მონაცისფრო შებუსვით.ყვავილი ორსქესიანია.

🍇🍇 მტევანი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, კუმსია ან მეტად კუმსი. მარცვალი საშუალოზე მცირე ზომისაა, მომრგვალო ან ოვალური. სრულ სიმწიფეში მუქი ლურჯია, შავ ფერში გარდამავალი. კანი მკვრივი აქვს და ძნელად შორდება რბილობს. რბილობი საკმაოდ წვნიანი და ხორციანია, წვენი შეუფერავი, ძალიან სასიამოვნო ჯიშური არომატითა და მდიდარი გემოთი.

 ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 203 დღეა. მტევნის წონა - 100 – 190 გრამი. საჰექტარო მოსავლიაონობა - 6 – 7 ტონა. ყურძნის სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა - 20 – 23 %, მჟავიანობა - 8.5 – 9.1 გ/ლ.

წყარო:

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                



ღვინო ყურძენი

ბოლო სიახლეები