ნოშრიო - წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში

15 ოქტომბერი, 2020 15:06 ვენახი, ბაღი და ბოსტანი





ნოშრიო - წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია

🌏 წარმოშობა - რაჭა

▶️ სინონიმი - ნოშვრიო

🍷🍷 წარსულში ნოშრიო წმინდა ნარგავებად ყოფილა გავრცელებული ამბროლაურის რაიონში, სხვა ჯიშებთანაა შერეული სოფ. ბუგეულში, საკეციასა და აბანოეთში. ნოშრიო გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

🍀🍀 ზრდასრული ფოთოლი მცირე ზომისაა, მომრგვალო ფორმის, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული, თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე ძალიან სუსტადაა აბლაბუდისებრად და ჯაგრისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია.

🍇🍇 მტევანი მცირე ზომისაა, კონუსური, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური ფორმის, გვხვდება ცილინდრულიც. კუმსია, ზოგჯერ საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი წითელი ან შავი, თხელკანიანი, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანი.

👩‍🌾👨‍🌾 ნოშრიოს სავეგეტაციო პერიოდი 151 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. ვაზი საშუალო ზრდისაა. მტევნის საშუალო წონა 142 გრამია. ყურძნის სრულ სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 22.8-23.6%-ს, ხოლო მჟავიანობა - 6.1-7.9 გ/ლ-ს.

წყარო:

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                



ღვინო ყურძენი

ბოლო სიახლეები