გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

21 აგვისტო, 2019 15:38 ეკოლოგია

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა. ასევე თბილისში ,,ილიას ბაღში“ პერიოდულად ფიქსირდებოდა ოზონის მომატებული მნიშვნელობები 13 აგვისტოს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა რუსთავში 1.6-ჯერ, 14 აგვისტოს ქუთაისში - 1.5-ჯერ, რუსთავში - 1.6-ჯერ, ხოლო თბილისში ,,ილიას ბაღში“ უმნიშვნელოდ; 15 აგვისტოს თბილისში წერეთლის გამზირზე 1.1-ჯერ, ,,ილიას ბაღში“ – 1.2-ჯერ, რუსთავში - 2-ჯერ, ხოლო ქუთაისში - 1.7-ჯერ; 16 აგვისტოს თბილისში ,,ილიას ბაღში“- 1.3-ჯერ, რუსთავში - 1.8-ჯერ, ქუთაისში - 1.2-ჯერ, ხოლო თბილისში წერეთლის გამზირზე უმნიშვნელოდ; 17 აგვისტოს რუსთავში-1.9-ჯერ, ,,ილიას ბაღში“-1.2-ჯერ, ხოლო თბილისში წერეთლის გამზირზე და ვარკეთილში უმნიშვნელოდ; 18 აგვისტოს მხოლოდ რუსთავში- 1.2-ჯერ; 19 აგვისტოს თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.1-ჯერ, ,,ილიას ბაღში“ – 1.5-ჯერ, რუსთავში-1.9-ჯერ, ხოლო თბილისში ყაზბეგის გამზირსა და ვარკეთილში უმნიშვნელოდ. 16, 17 და 19 აგვისტოს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება გამოწვეული იყო სინოპტიკური პროცესით - საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოს მტვრის გავრცელებით.

ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირსა და ქუთაისში 1.2-ჯერ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ხოლო ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.4-ჯერ. ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: დარიალის ქ.N14, N75 ბაგა-ბაღთან; ფალიაშვილის ქ.N57, №165-ე საჯარო სკოლასთან; თ.აბულაძის ქ.N3, საბავშვო ბაღთან ,,ალუბლები“; ლ.მიქელაძის ქ.N4; საბავშვო ბაღი და სკოლა ,,თანამედროვე განათლების აკადემია“. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

ყოველკვირეულად ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვედზე nea.gov.ge, ხოლო ყოველდღიური მონაცემების ნახვა შესაძლებელია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge.


ბოლო სიახლეები