ჩინელმა ასტრონომებმა კოსმოსიდან მომავალი უცნაური სიგნალები დააფიქსირეს

9 სექტემბერი, 2019 22:46 სხვადასხვა


 


წყარო: РИА новости


ჩინელმა ასტრონომებმა აღმოაჩინეს განმეორებადი სწრაფი სიგნალები, რომლებიც დედამიწიდან სამი მილიარდი სინათლის წელიწადით დაშორებული წყაროდან მოდის, იუწყება სააგენტო "სინხუა".

ეგრეთ წოდებული სწრაფი რადიოგამოფრქვევების დაფიქსირება მსოფლიოში ყველაზე დიდმა სფერულმა რადიოტელესკოპმა, ხუთასმეტრიანი აპერტურის მქონე  FAST-მა შეძლო.

სიგნალებს რადიოიმპულსების სახე აქვს, რომლებიც რამდენიმე მილიწამი გრძელდება. ჯერჯერობით მეცნიერები მათ ბუნებას ვერ ხსნიან.

აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის ჩათვლით აპარატმა ასამდე ამგვარი რადიოგამოფრქვევა დაიჭირა.

ტელესკოპი FAST-ი  სამხრეთ  ჩინეთის  პროვინცია გუიჩჟოუს მთებშია განთავსებული.


ჩინეთი

ბოლო სიახლეები