პოლონეთის მთელი ტერიტორია ე. წ. "ყვითელ ზონად" გამოცხადდა

10 ოქტომბერი, 2020 19:14 უცხოეთის ამბები



საქართველოს საელჩო პოლონეთში განცხადებას აქვეყნებს:

"საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

ბოლო დღეების განმავლობაში, პოლონეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირების გამო, პოლონეთის მთელი ტერიტორია ცხადდება ე.წ. ყვითელ ზონად. შესაბამისად, „ყვითელ ზონაში“ მოქმედი შეზღუდვები გავრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით:
10 ოქტომბრიდან სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება, როგორც დახურულ, ისე ღია საჯარო სივრცეებში;
17 ოქტომბრიდან სხვადასხვა ღონისძიებებში (ქორწილი, ნათლობა და ა.შ.) მონაწილე პირთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 75 ადამიანს (წითელ ზონაში - 50 ადამიანი);
მთელი ქვეყნის მასშტაბით, კვების ობიექტებში დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების დისტანცია - სულ მცირე 4 კვადრატული მეტრი ერთ ადამიანზე;
კინოთეატრებში დასაშვებია არსებული ადგილების 25% გამოყენება;
მანიფესტაციებში დასაშვებია 150-მდე ადამიანის მონაწილეობა (დაცული უნდა იყოს 1,5 მ დისტანცია და ასევე, სავალდებულოა პირბადის ტარება)."


წყარო:

Embassy of Georgia to the Republic of Poland

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                




პოლონეთი

ბოლო სიახლეები