ფეიხოას მურაბა ლიმონით

27 ოქტომბერი, 2020 18:05 კულინარის ბლოგი




ფეიხოას მურაბა ლიმონით



 მასალა:

ფეიხოა - 1 კგ

ლიმონი - 1 ცალი

შაქარი - 1 კგ

წყალი - 1 ჩაის ჭიქა

სურვილისამებრ - ილი (მარცვალი ან დაფქული)



 მომზადება:

ფეიხოა გავრეცხოთ, მოვაჭრათ ყუნწების ადგილი და დავჭრათ სასურველ ნაჭრებად.

თხლად გავთალოთ ლიმონი. კანი წვრილად დავჭრათ, ლიმონისგან კი წვენი გამოვწუროთ.

ავადუღოთ სიროფი წყლითა და შაქრით. ჩავამატოთ ლიმონის კანი და წვენი და ვადუღოთ 4-5 წუთი. ჩავყაროთ დაჭრილი ფეიხოა, ერთი წამოვადუღოთ და მაშინვე გადმოვდგათ ცეცხლიდან. მივცეთ მასას ბოლომდე გაციების საშუალება.

შემდეგ კიდევ ერთხელ შემოვდგათ ცეცხლზე, ვადუღოთ 5-6 წუთი, ცხელ-ცხელი ჩავასხათ გასტერილებულ ქილებში და ასევე გასტერილებული ხრახნიანი თავსახურები მოვუჭიროთ მჭიდროდ.

სულ ესაა...

 მურაბა გამოდის საოცრად სურნელოვანი და საკმაოდ გემრიელი. ვისაც უყვარს ილის გემო, თამამად შეგიძლიათ მეორედ ცეცხლზე შედგმისას დაუმატოთ გემოვნებით - ძალიან უხდება.

 გემრიელად მიირთვით.


თუ მოგეწონათ რეცეპტი და მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                                  მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                                



კულინარია

ბოლო სიახლეები