საფრანგეთის ქალაქ კანის აგრარულ ბაზარში ქართული ღვინის კუთხე მოეწყო

20 ნოემბერი, 2020 21:51 ეკონომიკა & ბიზნესი




საფრანგეთის ქალაქ კანში, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაციის “Le Pont Caucasien”-ის მიერ ქართული ღვინის კუთხე მოეწყო, სადაც 25 კომპანიის 80-მდე დასახელების ღვინოა წარმოდგენილი.

ამიერიდან, ქართული ღვინის შეძენა და დაგემოვნება ადგილობრივ ვიზიტორებს ყოველდღიურად შეეძლებათ, ორშაბათის გარდა, ხოლო ყოველ პარასკევს, სპეციალურად მოწყობილ ჰოლში ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართება.

საფრანგეთში ქართულ ღვინოზე მოთხოვნილება მზარდია.
წლის ბოლომდე დაგეგმილია ასორტიმენტის გაფართოება, რაც ქართული ღვინის პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.


წყარო:

ღვინის ეროვნული სააგენტო


თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                


ღვინო საფრანგეთი

ბოლო სიახლეები