200 ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო

15 აგვისტო, 2020 10:01 საზოგადოება





200 ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge დაიწყო.

0-17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებმა რეგისტრაცია სპეციალურ პორტალზე უნდა გაიარონ.

ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:​
ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი);
საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნება.

დახმარება ბავშვის ერთ-ერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ ელექტრონულ პორტალზე განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა.

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს რეგისტრაციის გავლა პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ.

დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის სექტემბრიდან.

ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს – 15 05.


ბოლო სიახლეები