ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე 3 ივლისს მოძრაობა დროებით შეიზღუდება

2 ივლისი, 2019 17:30 საზოგადოება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ს.ს. „ენერგო-პრო ჯორჯია“ გეგმავს განახორციელოს ფიდერ №19-ის 10 კილოვოლტი საჰაერო ხაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც საჭიროა, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ7 მონაკვეთზე, 2019 წლის 3 ივლისს 14:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ოთხჯერ ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა, 5 წუთიანი ინტერვალებით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კორდინაციით.

ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.


მარნეული

ბოლო სიახლეები