17-25 სექტემბერს, თბილისისა და ბერლინის მერიების ინიციატივით, თბილისში პირველად ტარდება საერთაშორისო ფესტივალიTBILISI MURAL FEST, რომლის ფარგლებშიც სტრიტ არტის საერთაშორისო ვარსკვლავებმა ქალაქის 10 კედელი მოხატეს.
წლევანდელი ფესტივალის ფოკუსი ბერლინელ მხატვრებზეა, თუმცა მათთან ერთად, ქალაქს ხატავენ ევროპელი, მათ შორის ქართველი მხატვრებიც. ჯამში პროექტში 15 არტისტი მონაწილეობს.
ფესტივალის მსვლელობისას გაიმართა შეხვედრები მხატვრებთან, ღია ვორკშოპი და პოდიუმის დისკუსია ქუჩის მხატვრობის და ურბანული განვითარების შესახებ.
25 სექტემბერს კი, ორბელიანის მოედანზე, ღია ცის ქვეშ, გაიმართება ფესტივალის დახურვისადმი მიძღვნილი ელექტრონული მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს KORDZ-ი. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.