კახეთის რეგიონში 155 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

26 სექტემბერი, 2019 13:16 ეკონომიკა & ბიზნესი



26 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 155 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული: 100 ათასი ტონა რქაწითელი, 48 ათასი ტონა საფერავი, 3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ყურძენი ღვინის საწარმოებს 17 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.
ყურძნის დღეღამური გადამუშავება კვლავ 10-12 ათასი ტონის ფარგლებში რჩება, რაც რთველის პროცესის პიკურ ეტაპზე მიუთითებს.


ყურძენი

ბოლო სიახლეები