„მივაღწიეთ დადებით შედეგს - ინვესტორი კომპანია, რომელიც ტყიბულში შემოდის, საწარმოს საქმიანობას განაახლებს“

26 სექტემბერი, 2019 19:33 ეკონომიკა & ბიზნესი



ჩვენ მივაღწიეთ ძალიან დადებით შედეგს. უპირველესად, დავიწყებ იმითრომ მეშახტეების გაფიცვა შეწყდა.  პრაქტიკულად, დღეიდანინვესტორი კომპანიარომელიც ტყიბულში შემოდისსაქმიანობას განაახლებს,  მეშახტეებთან ერთად დაიწყებს შახტაში ჩასვლას და არსებული ვითარების შესწავლას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტყიბულში, გაფიცულ მეშახტეებთან და კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციითკომპანია მზად არის, რომ ორშაბათს სახელფასო დავალიანება გაისტუმროს.  გარდა ამისაკომპანიამ ვალდებულება აიღო,  გაისტუმროს გარკვეული სოციალური გადასახადებიმათ შორის დაზარალებული ოჯახებისთვის.

ამასთანნათია თურნავას ინფორმაციითნოემბრის დასაწყისში  ქვანახშირის მოპოვება აღდგება. „ძალიან მნიშვნელოვანიარომ გაჟღერდა გეგმა - პრაქტიკულადერთ თვეშინოემბრის დასაწყისში აღდგეს ქვანახშირის მოპოვება და ეს არის ძალიან დამაიმედებელირადგან ერთ წელზე მეტიაშახტა გაჩერებულია.   უახლოესი 2 წლის განმავლობაში მოხდება შახტებისმოპოვების გაფართოებაგადაიარაღება და ახალ ნიშნულებზე ასვლა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.


ბოლო სიახლეები