სასირეთის კოშკს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

27 სექტემბერი, 2019 18:59 კულტურა



საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გაითვალისწინა სახალხო დამცველის აპარატის მიმართვა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში მდებარე ცილინდრულ კოშკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

კოშკის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შიდა ქართლის ოფისის წარმომადგენლებთან სასირეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2019 წლის 8 მაისს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ სოფელში XVI-XVIII საუკუნეების კოშკი დგას, რომელსაც რეაბილიტაცია ესაჭიროება.


ბოლო სიახლეები