ყაზახეთის ელჩი საქართველოში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

27 სექტემბერი, 2019 19:17 ეკონომიკა & ბიზნესი



„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა“ და „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის“ ორგანიზებით  ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვი ქართველ მეწარმეებს და საქართველოში მოქმედ ყაზახური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. 

„დღევანდელი ღონისძიების მიზანს ყაზახეთისა და საქართველოს ბიზნეს სექტორებს შორის კომუნიკაციების დამყარება და ამ გზით ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობა წარმოადგენდა. ყაზახეთის ელჩის მხრიდან გაკეთდა ძალიან საინტერესო პრეზენტაცია ყაზახეთსა ქართულ და ყაზახურ კომპანიებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე.  შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კი მიმაჩნია, რომ კონკრეტული ბიზნეს პროექტების განხილვა იყო. მსჯელობის პროცესში პრიორიტეტულ მიმართულებებად ტურიზმი, ლოჯისტიკა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა და  მშენებლობის სფეროები გამოიკვეთა,“-  საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე.

ღონისძიების ფარგლებში „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ“ და „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციამ“ ყაზახეთის საელჩოსთან გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში სამომავლოდ დაგეგმილია  ერთობლივი ბიზნესფორუმებისა და სხვადასხვა ბიზნეს აქტივობების ორგანიზება.

შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

 


ყაზახეთი

ბოლო სიახლეები