ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ ქართული ხალხური რეწვის პროგრამას იწყებს

1 ოქტომბერი, 2019 13:21 კულტურა



2019 წლის 5 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ გიწვევთ ქართული ხალხური რეწვის პროგრამაზე. 

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან: მეთუნეობას, დაზგურ ქსოვას, ჩხირებით ქსოვას, ტილოზე ნემსით ქარგვას, ტრადიციულ მჭედლობას, ხეზე კვეთას, ქვაზე კვეთასა და მის მხატვრულ დამუშავებას.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიცნონ ტრადიციული ხელსაქმის ოსტატები, დახელოვნდნენ ხალხური რეწვის დარგებში და დავიწყებას გადაარჩინონ უძველესი ხელობები.

როგორც მუზეუმში აცხადებენ, პროგრამის მიზანია საქართველოში ხალხური რეწვის ცოცხალი ტრადიციების შენარჩუნება. საერთო გლობალიზაციის ფონზე ხალხური რეწვა, როგორც ქვეყნის კულტურის განუყოფელი ნაწილი და მისი თვითმყოფადობის, ესთეტიკის გამოხატულება, სულ უფრო აქტუალური ხდება.

პროგრამა ჩატარდება ყოველ შაბათ-კვირას 13:00-დან 17:00 საათამდე. პროგრამის ხანგრძლივობა: 5 ოქტომბერი - 27 ოქტომბერი

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, მსურველთათვის საჭირო იქნება მუზეუმში შესასვლელი ბილეთის შეძენა (მუზეუმის სრული დათვალიერების შესაძლებლობით).


ბოლო სიახლეები