სალომე ზურაბიშვილი: ""ვგმობ დღეს გაკეთებულ სექსისტურ განცხადებას"

3 ოქტომბერი, 2019 17:06 საზოგადოება





საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას აქვეყნებს:

"ვგმობ დღეს გაკეთებულ სექსისტურ განცხადებას. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და მგონი ასევე ქართული საზოგადოებისთვის, დღეს ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის მიერ გაკეთებული შეფასება ქალი პოლიტიკოსის მისამართით.

ქალის მიმართ დამამცირებელი და დამაკნინებელი კომენტარები მთელ მსოფლიოში დასჯადი ხდება და მით უმეტეს მიუღებელია ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის.

მსგავსი კომენტარი იქნება თუ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მუდმივი ტირაჟირება ან კიდევ შეურაცხყოფის მიყენების სხვადასხვა ფორმა, რეალურად ჩვენ საზოგადოებას ამცირებს და არ გვეკადრება.

ვისურვებდი, რომ ამ საარჩევნო პერიოდის დასაწყისში ყველა ვთანხმდებოდეთ მინიმალური ეთიკის ნორმებზე და სიძულვილის და შეურაცხყოფის ენისგან თავშეკავებაზე."


ბოლო სიახლეები