ავიაკომპანია Belavia - Belarusian Airlines საქართველოს მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს საელჩო ბელარუსის მხარესთან აქტიურ მოლაპარაკებებს რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა.
2 ოქტომბრიდან, ბელარუსულმა ავიაკომპანიამ “Belavia“ ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ფრენების სიხშირე გაზარდა. კერძოდ, მინსკი-თბილისი-მინსკის არსებულ ყოველდღიურ რეისებს 2 სიხშირე დაემატა. ავიაკომპანია დამატებით რეისებს ყოველ ოთხშაბათსა და კვირას (დღის საათებში) შეასრულებს.
მინსკი-თბილისი-მინსკის ახალი ავია რეისები მგზავრებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს მიმოსვლას. რა თქმა უნდა, ეს საქართველოში ტურისტების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდასაც შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 8 თვის მონაცემებით, ბელარუსიდან საქართველოს 46,024 სტუმარი ეწვია. ბელარუსიდან ტურისტთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით არის გაზრდილი.