ირაკლი ყურაშვილმა ჩილეს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

4 ოქტომბერი, 2019 13:26 პოლიტიკა



ჩილეში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ბუენოს-აირესში) ირაკლი ყურაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ჩილეს რესპუბლიკის პრეზიდენტს, სებასტიან პინიერას. პრეზიდენტის სასახლეში Palacio de La Moneda-ში გამართულ ცერემონიას ესწრებოდა ჩილეს საგარეო საქმეთა მინისტრი, ტეოდორო რიბერა.

ჩილეში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 1 ოქტომბერს, საქართველოს ელჩმა ჩილეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევით, ჩილეს დიპლომატიურ აკადემიაში ლექცია წაიკითხა თემაზე „საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები“.
ღონისძიებას ძირითადად ჩილეს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და დილომატიური აკადემიის სტუდენტები ესწრებოდნენ.

 ლექციის ფარგლებში ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებზე, საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებული უკანონო ქმედებების შესახებ, ეკონომიკურ დიპლომატიასა და საქართველო-ჩილეს ორმხრივ თანამშრომლობაზე.ლექციის შემდეგ ელჩმა აუდიტორიის მხრიდან დასმულ კითხვებს უპასუხა.

 ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა შეხვედრა გამართა ჩილეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მულტილატერალური ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან, ანხელიკა რომეროსთან და Pacific Alliance-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ელენა ვალპუესტოსთან. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის შორის თანამშრომლობას ჩილეს Pacific Alliance-ში თავმჯდომარეობის პერიოდში (2019-2020). საქართველო Pacific Alliance-ში დამკვირვებლის სტატუსი აქვს 2015 წლიდან.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ჩილეს წამყვანი გაზეთის El Mercurio-ს მთავარ რედაქტორთან, ალვარო ფერნანდესთან, განხილულ იქნა საქართველოს საგარეო პოლიტიკის, რეგიონული და საქართველო-ჩილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.


ჩილე

ბოლო სიახლეები