გიორგი კეკელიძე: "არაფრად ყოფნის სიამოვნება არის უდიდესი სიამოვნებათა და უმაღლესი საფეხურთა შორის"

7 ოქტომბერი, 2019 00:59 თვალსაზრისი




გიორგი კეკელიძე: მწერალი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი



"წელიწადის ამ დროს ან ცოტა უფრო გვიან სოფელში უმიზეზო სუფრა იშლებოდა რომელიმე მეზობელთან. არც ნადის საქმე იყო, არც დაბადების დღე. უბრალოდ, სუფრა და მორჩა. რამდენიმე კაცი. ოთხი მეზობელი და ერთი მასპინძლის ბიძაშვილი ახლო სოფლიდან. და რადგან სუფრა გაეშალათ, საგანაგებოდ ორი ლამფა ენთო, ერთი ძველი და მეორე თურქული - სარკიანი. თუ უცებ ელნათურას წამოაბოდებდა და აინთებოდა, ლამფები არ ჩააქროთო, ჩაუწიეთო - ამბობდა ქალი. ეს ქალი წესით შუახნის იყო, რადგან მოხუცი ღუმელთან იჯდა და თავს არ წევდა. იმას, შუახნისას, სახეზე გამარჯვებულის ღიმილი გადაჰკრავდა, როცა დენი წავიდოდა მალე და ლამფებს ისევ აუწევდნენ. კაცმა რომ თქვას, ასეც ჯობდა. აწი იცოდნენ, რომ აღარ მოვიდოდა და მშვიდად აგრძელებდნენ სმას. ეს შეგუებული სიმშვიდე, მჟავე ადესით და კიდევ უფრო მჟავე ფიქრით, ოდნავ სახეზეც რომ ჟონავდა, დღემდე არის ყველაზე ახლო და შორეული სიმაღლე ჩემთვის. ეს გაუგებარი არაფერი, გაფანტული სადღეგრძელოებით და ცარიელი მოლოდინით. გარეთ ამინდის გადარევით და იმით, რომ ეს გადარევა იყო სულერთი. ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ : არაფრად ყოფნის სიამოვნება არის უდიდესი სიამოვნებათა და უმაღლესი საფეხურთა შორის. ამას იოლად ვერ მიხვდებით და ვერ დაიჯერებთ. ამისთვის ოქტომბრის შუაში უნდა წამომყვეთ, ასე ოციოდე წლის წინ, ახლო მეზობელთან, სამი ჭიშკრის და ერთი ალაგეს გავლით".


გიორგი კეკელიძე

ბოლო სიახლეები