2019 წლის 9 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში განხორციელდა 65,2 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინის ექსპორტი, რაც 10%-ით აღემატება 2018 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 164 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 16%-ით მეტია.
ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე:
• აშშ - 60% (533 206 ბოთლი)
• დიდი ბრიტანეთი - 40% (93 067 ბოთლი),
• პოლონეთი - 18% (2 905 372 ბოთლი)
• ჩინეთი - 11% (5 334 939 ბოთლი)
ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში:
• ლიეტუვა - 52% (503 832 ბოთლი)
• გერმანია - 36% (476 145 ბოთლი),
• ბელარუსი - 35% (1 606 565 ბოთლი)
• ისრაელი - 88% (218 921 ბოთლი),
• ესტონეთი - 19% (499 736 ბოთლი),
• გერმანია - 12% (344735)
• ნიდერლანდები - 42% (43260),
• მოლდოვა - 5717% (411 812 ბოთლი)
• ნიდერლანდები - 21% (73 078 ბოთლი),
• ჩეხეთი 102% - (62 700 ბოთლი)
• შვედეთი - 397% (55 506 ბოთლი)
• ბულგარეთი - 51% (24 228 ბოთლი)
• ავსტრალია - 15% (19 636 ბოთლი)
• კანადა - 2% (121 650 ბოთლი),
9 თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი 289 კომპანიამ განახორციელა.
მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 44%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 42,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 54%-ით მეტია გასული წლის მონაცემთან შედარებით.
გასული 9 თვის განმავლობაში, მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 473,2 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ექსპორტის ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 65% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,3 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 54%-ით მეტი გასული წლის მაჩვენებელთან.
საერთო ჯამში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავალი 236 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 6%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.