ზაურ ნაჭყებია: "მირჩევნია „კისერი წავიტეხო“, ვიდრე, უნდობლობის ჭია მიღრღნიდეს სულს!"

10 ოქტომბერი, 2019 12:17 თვალსაზრისი



ზაურ ნაჭყებია: ჟურნალისტი


"თანამედროვე ეპოქის ყველაზე საშინელივირუსიუნდობლობაა:

არ ვენდობით -
საკუთარ“ (კაცობრიობის დაუძინებელი მტრების მიერ დანიშნულ) ხელისუფლებას, რადგან, ისინი მხოლოდ ბრტყელ-ბრტყელი დაპირებებით გვკვებავენ და უტიფრად გვატყუებენ !

არ ვენდობით -
ერთმანეთს, რადგან, ნაცვლად ჭეშმარიტი სიყვარულისა, ერთმანეთის მიმართ შური და ბოღმა გვახრჩობს და ფარისევლობის მორევში ვიძირებით!

დღეს

ბევრი რამის დეფიციტია გაუსაძლისი ყოფით დამძიმებულ საქართველოში, მაგრამ, ყველაზე დიდი დეფიციტი მაინც ნდობის მოპოვება გახდა!

ჰოდა, .
თუ უნდობლობისვირუსივერ დავამარცხეთ, ნდობის დეფიციტი უფრო დიდ მასშტაბებს მიაღწევს!

ადამიანებო,

მოვიხსნათ ფარისევლობის ნიღაბი და მოვიპოვოთ ერთმანეთის ნდობა, თორემ, უნდობლობის ჭიამ გამოხრა ჩვენი სულიც და სხეულიც და ადამიანური სახეც დაგვაკარგინა!

მე
გულუბრყვილოდ ვენდობი ადამიანებს, რომლითაც ბევრი ცუდად სარგებლობს, მაგრამ, მაინც მირჩევნიაკისერი წავიტეხო“, ვიდრე, უნდობლობის ჭია მიღრღნიდეს სულს!

სცადეთ თქვენც!"


ზაურ ნაჭყებია

ბოლო სიახლეები