კახეთში ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

4 ივლისი, 2019 11:28 ეკონომიკა & ბიზნესი


კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი საწარმოჯორჯიაზ ნეიჩრლისახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

წარმოების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, პაატა შეყელაძესთან ერთად გაეცნო.

„მთავრობის მიერ განხორციელებული აგრარული დარგის განვითარების მხარდამჭერი პროგრამები, რომლის ფარგლებშიც უკანასკნელი 5 წლის მანძილზე 190-ზე მეტი საწარმო შეიქმნა, არის წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული. ის სტანდარტი, რომელიც საწარმოშიჯორჯიაზ ნეიჩრლიარის დანერგილი, ადასტურებს ჩვენს მიერ გაცხადებულ პოლიტიკას, ვიყოთ მაღალ ხარისხზე ორიენტირებული და ადგილი დავიმკვიდროთ მსოფლიო ბაზრებზე“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ჯორჯიაზ ნეიჩრლისხილის და ბოსტნეულის გადამმუშავებელ მეურნეობაში წლიურად 4,000 ტონა ხილის და ბოსტნეულის  გადამუშავებაა შესაძლებელი, ამჟამად წარმოებული პროდუქცია საექსპორტო ბაზრებისთვის არის განკუთვნილი. საწარმოში დასაქმებულია 25 ადამიანი. კომპანიაგადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტისბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 2,808,920 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 630,200  ლარი გრანტია, ხოლო 1,252,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს დაინერგა სტანდარტი ISO 22:000. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორგანული წარმოების სტანდარტის დანერგვა და 2019 წლის აგვისტოში კომპანია დარეგისტრირდება როგორცორგანული პროდუქციის გადამამუშავებელისაწარმო.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით 200 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს არაერთ პროექტსა და პროგრამას, რომლებიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მათი მიზანია სოფლად ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.


ბოლო სიახლეები