ხვალ, 5 ივლისს ჭავჭავაძის გამზირს წყლის მიწოდება შეეზღუდება

4 ივლისი, 2019 11:49 საზოგადოება


 

ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" 1.5 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელები სრულად შეცვალა. პროექტის ფარგლებში, ასევე 33 ახალი ჭა მოეწყო.

 

„ჭავჭავაძის გამზირირზე GWP წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს. ჭავჭავაძეზე წყლისა და წყალარინების 2.7 კმ სიგრძის მონაკვეთი სრულად იცვლება. პროექტში GWP 3.4 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს” - განაცხადა სოფიო ნატროშვილმა, GWP-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.

 

კომპანია ხვალ, 5 ივლისს ჭავჭავაძის გამზირზე მაგისტრალურ ქსელზე პირველ გადაერთებით სამუშაოებს განხორციელებს. სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც,  5 ივლისს დილის 09:00 საათიდან  6 ივლისს დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

საბურთალოს რაიონში: ვ.დოლიძის, ბალანჩივაძის, პ.იოსელიანის, ახალშენის, ტეხურის, ჩაილურის, ჭიათურის, ენგურის, ბოლქვაძის, წინუბანის, ქარელის, იყალთოს, იყალთოს მთის, ბაკურიანის, ბაკურციხის, ტუსკიას, ლიხაურის, ალექსიძის, ალმასიანის, ბოჭორიშვილის, აკურის, მიროტაძის, ჯანაშვილის, ს.ჩიქოვანის ქუჩებს, კოსტავას ქ. N 63-დან N 77-ის ჩათვლით, N 64-დან N 76-ის ჩათვლით, პეკინის გამზ. N 3-5, N 2-დან N 10-ის ჩათვლით

 

ვაკის რაიონში: ი.ქუთათელაძის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, მარაბდის,  ტ.ტაბიძის, ცხვედაძის, აბაშელის, რაზმაძის, ერისთავის-ხოშტარიას, ბარნოვის, ფალიშვილის, რ.ერისთავის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, ბაზალეთის, ჭავჭავაძის გამზ. ი.აბაშიძის, ამირეჯიბის, კეკელიძის, ნ.ჟვანიას, მარუხის გმირების ქუჩებს, რაზმაძის ქ. N 1-დან N 32-ის ჩათვლით, ბურკიაშვილის, არაყიშვილის ქუჩებს, მელიქიშვილის ქ. N 37-დან N 49-ის ჩათვლით, ნატახტრის ქ. N 12,14,16,18, ბალანჩივაძის ქ. მე-5 კორპუსს N 37,40,39 მზიურს, რამიშვილის, საჯაიას, ავალიანის, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის, ლ.ელიავას, კავსაძის, თაქთაქიშვილის, დარიალის, რადიანის, არეშიძის, ატენის, თამარაშვილის, ყიფშიძის, გაბაშვილის ქუჩებს

 

მთაწმინდის რაიონში: ჯანაშიას ქ. N 22-დან N 28-ის ჩათვლით, გუდაურის ქ. N 6-დან N 10-ის ჩათვლით, პეტრიაშვილის ქ. N 28-დან N 34-ის ჩათვლით, N 15-დან N 31-ის ჩათვლით, გალის ქ. N 1-დან N 7-ის ჩათვლით, N 2-დან N 8-ის ჩათვლით, ჭოველიძის, მაყაშვილის, კერესელიძის, ლარსის ქუჩებს, გოგებაშვილის ქუჩის კენტ ნომრებს

 


ბოლო სიახლეები