ტურისტულმა კომპანია „გოუ ტურმა“ ქართულ ტურისტულ ბაზარზე პირველი დაგროვებითი, ლოიალური ბარათი - Go Club გამოუშვა.
ბარათის მიღება როგორც კომპანიის უკვე არსებულ, ისე ახალ მომხმარებლებს შეუძლიათ.
ბარათი Go Club მის მფლობელებს „გოუ ტურის“ სერვისებით სარგებლობისას ბონუს ქულების დაგროვების საშუალებას მისცემს, რომლებსაც კლუბის წევრები სასურველ დროს გადაცვლიან „გოუ ტურის“ ნებისმიერ მომსახურებაში.
როგორც „გოუ ტურის“ დირექტორი ნინო წიკლაური აღნიშნავს, ამ ბარათს უახლოეს მომავალში ძალიან ბევრი საინტერესო სერვისი დაემატება, რის შემდეგაც მათი მომხმარებლები კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ.
ცნობისათვის: „გოუ ტური“ უკვე 7 წელია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე და მოგზაურებს მუდმივად ანებივრებს სხვადასხვა სახის წამახალისებელი თუ საბონუსე პროგრამებით.