იური პაპასქუა: "გაუფრთხილდით ადამიანებს - აქ უკვე სუნთქვაც ჭირს!..."

2 დეკემბერი, 2019 15:29 თვალსაზრისი

ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებამ, პრესამ, ტელევიზიამ, მობილურმა ტელეფონებმა, სოციალურმა ქსელებმა, კომპიუტერულმა თამაშებმა, სარგებლის გარდა, ადამიანებს თავსატეხიც უხვად მიაბერტყა; ბუნებრივი კატაკლიზმებით ისედაც შერყეული სიმშვიდე საბოლოოდ დაუშრიტა; გლეხის, მუშის, ინტელიგენტის, ბავშვის, მოზარდის, მოხუცის, ჩინიანის თუ უჩინოს გონებაზე ტოტალური შეტევა მიმდინარეობს; მზაკვრის უჩინარი ხელი სულშიც შემოძვრა და დაუნდობლად ფათურობს.

ყველა წყაროდან ისეთი ინფორმაცია იღვრება, თითქოს ყველგან შფოთია, საავდროდ შეყრილან ღრუბლები. წუხან შინაც და გარეთ, დაპირისპირება ბორგავს, სიყვარულისგან იცლება მოყვასი, არსაიდან ისმის ნუგეშის ხმა, არსით უკეთესს გპირდება მოძმის ძახილი, საამურ სიტყვას ვერ გაიგონებ.

ტელევიზიებმა დამოუკიდებლობა, დემოკრატია ცუდად გაიგეს.

სიძულვილის, ორპირობის, სიცრუისა და უნიჭობის სათარეშო გახდა „მთავარი“. ადრე „რ-2“ ურჩობდა. მისი თავაშვებულობა ეროვნულ უსაფრთხოებას უთხრიდა სამარეს, ძირმაგარი და საუკუნოობით ნალოლიავები ღირებულებების გადაშენებას, იდენტობის მოსპობას, ცნობიერების გამორეცხვას, უკუღმართი ორიენტაციის დამკვიდრებას ერთგულად ემსახურებოდა. არც მისი ახალი სახეცვლილებაა ჯანსაღ ძირზე აყლორტებული. „მთავარში“ კი შარვალჩაჩაჩული, თმააქოჩრილი, ენაბილწი, ნადიდკაცარი, ნაძრახი ხელმძღვანელის მიერ შეგულიანებული რამდენიმე სულგაყიდული ჟურნალისტი გამვლელ-გამომვლელს კვლავ აჩრის მიკროფონს, სიტყვის თქმას არ აცლის, განწირული ხმით, ამღვრეული ქართულით, ძალადობაში, მოსყიდვაში, მონურ მორჩილებაში ამხელს ბიწშეუხებელს, ქვეყნის დასასრულს, წარღვნას, გადაშენებას წინასწარმეტყველებს. არაკაცებისგან ძერწავენ გმირებს, დამნაშავეებს ციხის ზღურბლამდის ცრემლით მიაცილებენ...

საავტორო გადაცემის წამყვანებს მართლა თავისი ჰგონიათ ეთერი. ისინი პირდაპირ შეტევაზე გადმოდიან, ჭორიკანობენ. დადასტურებული წყარო, კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები მათთვის უცხოა, ოღონდ ინტრიგა, სკანდალი დაანახონ მაყურებელს და ნებისმიერ ფასად რეიტინგი აიმაღლონ. ერთი და იგივე სახეები, მკვეთრად დაპირისპირებული პირები, იდენტური თემები, უაზრო კითხვები - მათ ეთერში კითხვებს ისინი სვამენ და ეს კითხვები ვითომ საზოგადოებას აწუხებს. სინამდვილეში კი ტელეწამყვანის კითხვები, უმეტეს შემთხვევაში, არ სცილდება საკუთარ ფანტაზიას ან მისი დამკვეთის პოზიციას. პასუხს აღარ დაგაცდიან, მით უფრო, თუ სასურველი პოზიცია ვერ დაგძალეს. არავითარი შეპასუხება, პროტესტი დაუშვებელია..

საავტორო გადაცემებში წამყვანი მხარეს წარმოადგენს. ის გეკამათება, გამტყუნებს, კუთხეში გაყენებს - ყველგან ერთი სცენარი ტრიალებს, ესაა მათი მოვლენების გაშუქება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

აირია, აღრეულია, უკუღმა ისმის ცნებები! სიძვას სიყვარული დაერქვა,  აღვირახსნილობას – თავისუფლება! ყალბს და ორპირს გმირად რაცხავენ. სიცრუეს  სიმართლედ გასაღებენ!

ასეა TV პირველიც - სიმყრალის აქოთების ახალი ცენტრი. აქ შეკრებილან ელიტჟურნალისტების ცნობილი სახეები და  პოზიციონერ რესპონდენტებს ერთ ხმაში უმოწყალოდ კორტნიან.

ეკრანიდან ისეთი უკუნეთი გადმოდის, მტყუანისა და მართლის გარჩევა გაჭირდა.

ყოველმხრივ მოზღვავებული აგრესიის ნაკადისგან ისე იზაფრება აუდიტორია, საშველს ვერსაით ხედავს, სადმე უკაცრიელში გაქცევას ლამობს.

ინფორმაციის ნაკადი უწყვეტად და ისეთი ძალით მოედინება, თუ გარკვეული არ ხარ, რა ხდება „ამ სამყაროში“, აჰყვები ნერვებს. გინდა ორლესული აძგერო ურჩხულს, რომელსაც ნაკადულის სათავესთან მთებს მოწყვეტილი ნიაღვარი კუდით უჭირავს, თუმცა, ოდნავ მაინც თუ გიჭრის გონება, იმაზეც გიწევს დაფიქრება, ვაითუ მოიქნიოს მითიურმა ცეცხლისმფრქვეველმაღონიერი კიდური და დამანგრეველი სტიქიის მოძალებას გაეხსნას ამოგლესილი ნაპრალი.

სიბერის მანიშნებელი და ციფრული სამყაროს კოშმარებს გამორიდებული, ისედაც უძილო ღამეების შემდეგ, უზმოზე, ეს ყველაზე მსუბუქი საუზმეა, რაც შეიძლება ყოველდღიურ ეთერში დაგხვდეს.

ქვეყნის ბედი თუ გადარდებს, ძალაუნებურად, თვალი პრესისკენ გაგექცევა ან ყურს მიუგდებ მანქანის რადიომიმღებიდან „გადმოსულ“ დიქტორს. სხვა რა უნდა აკეთოს, აბა, სარჩოს საშოვარზე გასულმა და დღის ორომტრიალით დაქანცულმა მოჭირნახულემ. არჩევნის სიმრავლის მიუხედავად, ყველგან ერთი ხელწერაა: ჯერ შხამიან ანონსებს მოგაყრიან და მერე მოგესალმებიან, მშვიდობას გისურვებენ. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ერთი ხმაურიანი მეტრისმიბაძვით, მისალმების ეს ფორმა ორიგინალობის ნიმუშად დამკვიდრდა.

ღამის ეთერსა თუ დილის ტელესივრცეში, განსაკუთრებით კი სოციალურ ქსელში, გაბოროტებული, ცხოვრებაზე ხელაღებული, განდგომილი ქადაგის ბუტბუტივით გაისმის ერთსახა, უმისამართო და უსაგნო, გულსაკლავი გოდება: იქცევა ქვეყანა, ვიღუპებით, ეშმასეული ჩაგვისახლდა, ანტიქრისტე მოდის, მეტეორი დაეცემა დედამიწას...

მათ ნაცოდვილარში ყველაფერი თალხითაა მოსილი და გამოსავალი აღარ გვაქვს.

გასართობ გადაცემებსა და სერიალებშიც სიბინძურე იგლისება... გარყვნილობას, სისხლის აღრევას, საროსკიპოს ფარდაახდილ სცენებს, რძალზე დაქორწინებას, ოჯახში ღალატს, ორგულობას, ბავშვის გატაცებას, იარაღის ტრიალს, მკვლელობებს, ბილწსიტყვაობას და უხამს დიალოგებს ასმენინებენ უკვე გემოვნებაამოცლილ მსმენელს. მათთვის ეს ყოველდღიურობად იქცა.

ნიჭიერებით, გონიერებით გამორჩეული ხალხი, სოფლად და ქალაქში, უმეცრებაში ჩაიფლო. სხვა გასართობი, სხვა საფიქრალი, სხვა საკეთებელი არ დაუტოვეს.

არსად სიმართლე, პოზიტივი, რწმენა, იმედი... ყველგან სიყალბე, დაუნდობლობა...

„სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება“  ყოველგვარ ზღვარს გასცდა.

ყველა კუთხიდან, მრავალსახა და უპირო მედროვე პარლამენტის შენობის წინ იყრის თავს. ადმინისტრაციულ ცენტრში აგორებული მუქარის, დაუმორჩილებლობის მოწოდების, შანტაჟის, რევანშის, ვითარების ხელოვნურად დაძაბვის კორიანტელი რეგიონებისკენ მიექანება. ერთნი ბოლო ხმაზე გაჰკივიან, რომ არჩევნებს უთუოდ მოიგებენ; ამ გამარჯვებას არავის დაუთმობენ; ბრძოლისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდებენ მომხრეებს თუ მოსყიდულ მედროვეებს; მოქმედების მოკლევადიან მითითებებს არიგებენ უცხოეთიდან ეთერში ჩართული „პროფესიონალი“ ამრევები; გაყურსულია და თავდაჯერებით, დინჯად „მჭერმეტყველებს“ მეორე მხარე; ბევრი ჩასაფრებული უნიჭოდ ასრულებს უსახელო რეჟისორის მიერ ჩამორიგებულ „პროვოკატორის“ როლს; გარედან შემოტანილი არაბუნებრივი დაძაბულობა საავდრო ღრუბელივით ბურავს ქალაქს და მის შემოგარენს.

რა ხდება ჩვენს თავს, რა ზნე გვჭირს?!

„რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა აბელა სეთურმა და მოსასპობმა თაბაგარმა... არ ფიქრობთ??“ 

უცხოურის ხიბლით აცუნდრუკებულმა, ნეტარ ცხოვრებას დახარბებულმა და ჯიგარამოცლილმა ჯგუფურმა ბრბომ ჩაითრია ბევრი სხვაც, მათსავით ადვილად სამართავი, შლეგი და აბდალი. მათ გაერთიანებას ახლა პარტიას ეძახიან. ამ „ბირჟამ“ არ იცის რა არის დემოკრატია, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ბაზარი, სოციალური თანასწორობა... არც პარტია იცის რა ხილია, რა განსხვავებაა მათ შორის (თორემ რა უნდა ამდენ პარტიას და მოძრაობას ერთი პეშვის ოდენა ხალხში).

ამ ბრბოს თავისი ბელადები ჰყავს, შემთხვევით აღზევებული და ახლა უსაქმოდ დარჩენილები. მათ შორის ისეთებიცაა, დღეს რიგითი გაღლეტილია, მაგრამ ბელადობა უნდა. ისინი ყველაზე ხმამაღლა ჰყვირიან, ყველაფერზე მიდიან, ყველაფერს გადააბიჯებენ, ოღონდ გამოჩნდნენ და წინამძღოლს ერთგულება დაანახონ. ისინი ავრცელებენ ჭორებს, დაუღალავად ეწევიან ყალბი ინფორმაციის ექსპორტს. ოკეანის გაღმა კონგრესსა თუ სენატში ხარკს უხდიან მფარველს და მოკავშირეს, იქ ეძებენ სამართალს - ასეთია დამოუკიდებლობის ახალი მოდელი.

მათ სინგაპური მოსწონთ, ჰონ-კონგის და დუბაის ცათამჯენები იზიდავთ. მაგრამ ის კი არ იციან, რომ სინგაპურის და ამ ადმინისტრაციული ცენტრების ეკონომიკა უმკაცრესი რეჟიმის, ულმობელი კანონების და მათი განუხრელი მორჩილების პირობებში აღზევდა; არა დაპირისპირების და თავაშვებულების, არამედ მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად, მომავლის წინაშე პასუხისმგებლობის განცდით შეიქმნა. ყოველგვარი ხელშეშლა მკაცრად ისჯებოდა. სინგაპურის პრემიერ-მინისტრის ლი ხუან იუს მიერ დამნაშავეთა მიმართ შემოღებული დასჯის მეთოდები ახლაც მოქმედებს.

შორს რომ არ წავიდეთ, ასე იყო ეს მეფე დავითის, თამარის ეპოქაშიც.

მმართველი გუნდის ძაგება, ხელშეშლა, ყველა ხერხით და მეთოდით ხელისუფლებაში მოსვლისთვის სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი, ყაყანი და ორგანიზატორთა დაუსჯელობა ნორმად იქცა.

უწინ კაცისმკვლელი, მწამებელი, თოფიანი თუ უთოფო ყაჩაღი, წამღლეტი ახალმა ხელისუფლებამ გვერდით მოისვა, შეუნდო და შეიფარა. დამფრთხალმა და დაშინებულმა გამოიხედა, მოგულიანდა, წამოიწია და აქეთ დაიწყო შემოდავება. თურმე, მათი დამსახურებაა ქვეყანა ფეხზე დგას და ამაგი არ დაუფასდათ.

ეს არ არის დემოკრატია. ეს ქაოსია, რომელიც კბოდეზე გადაყრის თქვენს ჯილაგს და მოდგმას. არც ისაა დემოკრატია, ასეთ თავაშვებულობას რომ უშვებს - ეს უპატიებელი დანაშაულია!

სამწუხაროდ, ჩვენ არჩევნების არსიც დავამახინჯეთ. პირველი ლეგიტიმური ხელისუფლება ტყვიით დავამხეთ. ეს დანაშაული „პუტჩისტებს“ შერჩათ და მას აქეთ მუდმივად ვიმკით ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის მცდელობებს.

სად არის მაშინ უმრავლესობის ნება, რა ძალა აქვს მას - ეს არის დემოკრატია?!

ყველა ძალა ცდილობს არჩევანის წესი მის შესაძლებლობებს და განვითარების სიმაღლეს დაეზომოს. ამადაც მიდის დაუსრულებელი ჭიდილი მის გადასინჯვაზე. ამ ერთი მუჭა მოძალადეთა განაცხადი მხოლოდ იმის დემონსტრირებაა, რომ ახლა მათ უნდათ მუცლის ამოყორვა. სხვა მაღალი ფასეულობები მათ უკან არ დგას.

ყველა განაწყენებული, უფულო, მშიერი, დაუსაქმებელი ოპოზიციონერებას ირგებს, ხელისუფლებას ლანძღავს, ივანიშვილს აგინებს - ამაზე მეტი გამოთაყვანება გაგონილა, ამათ როგორ უნდა ჰქონდეთ მხარდაჭერა, 800,0 ათასამდე მომხრე როგორ უნდა ჰყავდეთ?!

ამ ხელისუფლებას თავისი ცოდვებიც ყოფნის... დამშეული, უვიცი და გამოუცდელი ბევრი ამოიწვერა. გაკეთებულის წარმოჩენის უნარი არ აქვს, არც პასუხის გაცემას ახერხებს ისე, რომ ამ ერთხმაზე აყაყანებულ ოპოზიციას ხმა არ ამოეღებოდეს. მაგრამ ხომ ფაქტია, ხალხი უკეთესად ცხოვრობს, საშოვარიც მეტი გაუჩნდა. იმდენი მშენებლობა და ინფრასტრუქტურული პროექტი დამოუკიდებელ საქართველოს არასდროს ჰქონია; იმდენი ქველმოქმედება არც ერთ დროს არ მიუღია ხალხს და ქვეყანას, როგორც ჩვენს დროში ხდება; იმდენი თავისუფლება არასდროს ჰქონია ბიზნესს, როგორც ამჟამად არის; იმდენი დემოკრატიაც არასდროს ყოფილა, როგორც ახლა გვაქვს.. თუმცა ამდენი უმადური და ბრმაც არასდროს გვყოლია!

პოლიტიკოსებისა და „პოლიტიკანების“ ქიშპობამ დააქცია ქვეყანა. პოზიცია და ოპოზიცია საშოვარს ეძებს...

რაღაც საშინელმა ფსიქოზმა მოიცვა საზოგადოება.

არაფრისაგან, ქარიშხალი კი არა, ჭიქაში დამანგრეველი ქარბორბალაა ატეხილი.

ყველაფერზე უკმაყოფილობა, დაუნახაობა, უმადურობა... ასეთი გინახავთ?!

თქვით მაინც, რა არ მოგწონთ, ან რა უნდა ვაკეთოთ? სააკაშვილი არ გინდათ, ივანიშვილს აგინებთ, სტალინის ეპოქა ჯოჯოხეთად მონათლეთ, ნატოგზარავთ, დასავლეთი გაშფოთებთ, ევრაზიულ კავშირში შესვლა აკრძალულია, კომუნისტები და სოციალისტები გეჯავრებათ, დემოკრატიას ვერ თამაშობთ, დიქტატურის აჩრდილით აფრთხობთ ხალხს, ეკლესიას ებრძვით, პატრიარქი ჯოჯოხეთის მოციქულად შერაცხეთ, უკუღმართებს და ლგბტ თახსირებს იცავთ, ისტორია შებილწეთ, წმინდა გიორგის მადლით შემოსილ მხედარს ნატრულობთ და ჯაგლაგზე შემომჯდარიდონ კიხოტიცარ ჩანს თქვენ მიერ მონიშნულჰორიზონტზე. ვინმეს სანჩოს ზურგს აკიდებული საჭურველის ოდენა ტვირთი თუ გიტარებიათ და, თუნდაც ,ქარის წისქვილებთან უთანასწორო ბრძოლაში ხლებიხართ კეთილშობილ იდალგოს?

ვინმემ იქნებ თქვას: როდის ვყოფილვართ უკეთ? მუდმივად ომში ვიყავით, გაუტანლობას და ღალატს ვჩიოდით, ხან ოსმალოსთან ვეძებდით თავშესაფარს, ხან სპარსთა მოდგმას ვთხოვდით დაზავებას, ხან მონღოლი გვაოხრებდა, ხანაც არაბებს ვუზიარებდით წინაპართა ნალოვიავებ კულტურას. არც უფრო ადრე ვიყავით ერთიანნი, დალხენილნი და ძმათმოყვარენი.

იცით რა ხდება კულუარებში? ვის რა სურს და წაგებაშირამდენს უხდიან? ვინმემ იცის მმართველობის უკეთესი მოდელი, დაპირისპირება და მაღალი თანამდებობისკენ უვიცთა სწრაფვა არ ახლდეს? შეგიძლიათ, იყუჩოთ და თქვენს თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა? გყავთ ვინმე უკეთესი, „ვაიოს ველების მორწყვას“ აპირებდეს და სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულ ინტერესთა გარემოცვაში ქვეყნის ხსნა, შველა შეეძლოს?

სულ ტყუილად გაგულიანებთ ის ვიღაც თავქარიანი (უკვე ყოფილი, ყავლგასული, არაფრის მაქნისი, უვიცი, შუბლისძარღვგაწყვეტილი) და გარწმუნებთ, რომ ეს ჩვენი ქვეყანაზე საცხოვრისი ოცდაათიოდე ვერსით უნდა გადავწიოთ მაღრიბისკენ, იქ უკეთესია, უზრუნველად ვიცხოვრებთ, ყოველ ცისმარე ჩამოივლის კოლექტიური ბიძიადაჩხურჩხელებსჩამოგვირიგებს?

ჩრდილოეთიდან „ამოსული მზე“ უკვე ჩაესვენა, თუმცა ვერც ვინმეს გზავნილიჩამიკითხავს ისეთი, სადაც გლეხურადააახსნილი, მეზობლებთან ურთიერთობა რად არ უნდათ ან სარეცელში ვისი ჩაგორების სურვილი მოუხმობს შეკვეთილ სიზმრებს. ოკეანის გაღმიდან ავარაყებული სატყუარათი სანამდე უნდა იკვებოთ და დააპუროთ ცოლ-შვილი?!

ვინც გყავთ და სხვასაც იმედი ჰქონდა, მათი ნაქარბორბალი პანორამები უკვე ვნახეთ, უხვად გვარგუნა „ცრემლი და ცხედრები“.

თქვენზე როცა მოდგება ჯერი, იგივეს და უარესს სჩადიხართ, გავიწყდებათ ცოდვაცა და მადლიც, დანაპირები კი პირველივე განავარდებიდან უკვე აღარ გახსოვთ. ხელმწიფობა რომ განდონ, უკეთეს წესრიგს და სიმშვიდეს დაამყარებდით სხვადასხვა აზრის, ზნე-ჩვევის, ფიქრისა და ოცნების მატარებელად ამის ჩამომავალთა შორის?

პოლიტიკოსებს და „პოლიტიკანებს“ ქვეყნის სიყვარული და ხალხი მხოლოდ სავარძლებში სკუპისთვის სჭირდებათ...

უარესს სჩადის მერე ეს ცუდად აღქმული დემოკრატიის თამაში. თავისუფლება ამ ხალხს სურვილების ასრულება და „ლობიოს ჭამა“ ჰგონია.

ფსევდო ჟურნალისტიკამ ხომ აღვირახსნილობას გაადასწრო, - თალხით შემოსა ეს მობიბინე, თვალწარმტაცი მთა-ბარი, მოსიყვარულე და გულღია ხალხი ბნელეთში გამოამწყვდია, ყველა ჭრილობას პირი აუხსნა, იმედი ჩაუკლა, რწმენა შეურყია, მოძმე შეაჯავრა. გნიასობენ... თითქოს მხოლოდ ესენია ვეფხვისგან ჩირგვნარში დაფლეთილი მოყმის გულდათუთქული ჭირისუფალი.

არაფერი უნახავი არ ხდება, რასაც გაჰკივით, იყუჩეთ, დამშვიდით, დაიოკეთ ვნება, დაეხსენით მუხას!

მტკვარი ყოველთვის დაღმა მიდიოდა. ენგურს ქვიშა-ღორღი ჩაჰქონდა პონტოს პირს, ოქროსაც მირეცხავდა მისი აზვირთებული ტალღები. ასე იყო და იქნება უკუნითი უკუნისამდე!

არ არის საჭირო მოვლენათა ზედმეტი დრამატიზება და არც გადამლაშება ვარგა.

არ დაგრჩათ რაიმე სხვა საფიცარი? არ გაქვთ სხვა საფიქრალი? დაგელიათ აქტუალური თემები?

მისწერეთ წერილი შეყვარებულს; შეუთვალეთ მოკითხვა აფხაზ მეგობარს; სამაჩაბლოში სადღეგრძელოს თქმისას დანაპირები გაიხსენეთ; მოჰყევით გმირთა ნამოქმედარი; დაწერეთ მოხუც მამაზე, აფხაზი რომ შეიფარა და იხსნა თოფშემართული თანამესანგრისგან, ან ის აღწერეთ, როგორ გამოარიდა შენი პირმშო ოსმა, ვნებააშლილ ხვადებს; გაუნელეთ დამწუხრებულს სევდა; ბრმას აუსხით თვალები; ცის ლაჟვარდები დაანახეთ; ყრმას ქვე-ყანა შეაყვარეთ; უწამლეთ ვაზს და ღვინო ჩამოჟურეთ ფიალაში სიყვარულის სადღეგრძელოს სათქმელად.

ათასსურნელოვან შვავიდანკარგის გამორჩევა ისწავლეთ. დაუდექით გვერდით, ვისაც სიკეთის სურვილი ასულდგმულებს. სიყვარულით იარეთ. რწმენა შემოუშვით გულში. ბოღმა და შური მოიშორეთ. ახარეთ სხვები და იხარეთ მათი სიხარულით - ამას რად არ ჩადიხართ, ძნელია?!

ყველას შეუძლია სუფრაზე მორთმეული ყურძნის ჭამა; გეამებათ, ვიცი, პატარძლის დაკრეფილი კიტრები და მწვანილი, მაგრამ მარტო ეს არ არის ის გზა, ღვინის კულტურას (უფლის სისხლს) და სოფელს (ქვე-ყანას) რომ შეგაყვარებთ.

საქმე ცოდნით და სიყვარულით უნდა აკეთოთ, კაცის სატარებელი ტვირთი უნდა ზიდოთ და ჯვარზეც გაეკრათ მაცხოვარივით - მაშინ გვეშველება!

საუბედუროდ, ყველაფრის თავი კი ისაა, რომ წაგვლეკა უცოდინარობამ. ქვეყანახელმოცარული პოლიტიკანების“ სათარეშოდ, პოლიტიკა კი ბიზნესად გადაიქცა - ეს პრობლემა ნამდვილად არის თანამედროვე მსოფლიოს საწუხარი და ვერც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი. უფრო დიდი უბედურება არამყარი ცოდნა და, აქედან მომდინარე, თავდაჯერებულებაა. ხმაური ისადგურებს მაშინ ჩვენ წინ, ქუჩაში. ხელმოცარულები და თავდაჯერებულები ხმამაღლა კამათობენ, ქვებს ისვრიან; უთანხმოება შინაც აღწევს, კედლებს ბზარავს.

ვიცი, ამ ჩემს გულისტკივილს მიახლით უაზრო კომენტარებს და ჩლიქებით შემდგებით. თქვენ ზნეს მაინც ვერ შეიცვლით, კვლავაც ასე გაგრძელდება, მაგრამ მაინც მინდა გაგაფრთხილოთ, პოლიტიკანებო: ეს ქვეყანა მარტო თქვენი არ არის - ჩვენიცაა. თქვენ რომ ხელისუფლებაში მოსვლას აპირებთ, მეკითხებით, მე მინდა თქვენი პარპაში და თარეში? ვინ მოგცათ თქვენ ხალხის სახელით ლაპარაკის უფლება? ხალხს ელაპარაკეთ, ხალხი დაარწმუნეთ და ხმა მოიპოვეთ. მანამდე კი დაეტიეთ თქვენს ბუნაგში და არჩევნებს დაელოდეთ!.

ფსევდო-ჟურნალისტებო, ტელეწამყვანებო თუ კალმოსნებო, უნდა შეიგნოთ, რომ არ გაქვთ სხვების გინებისა და სულში ფათურის უფლება. გაუფრთხილდით უფლისგან გაჩენილ ადამიანებს. თქვენ მიერ აშმორებულ სივრცეში უკვე სუნთქვაც ჭირს...


ბოლო სიახლეები