მარნეულში სასმელი წყლის ქსელის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი ხორციელდება

28 მაისი, 2020 14:15 საზოგადოება


მარნეულის მუნიციპალიტეტში, სასმელი წყლის ახალი ქსელის მოწყობის მიზნით, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება;
პროექტის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის სამი დიდი ადმინისტრაციული ერთეულის - ალგეთის, ქუთლიარისა და კაპანახჩის 8 სოფელი, ჯამში კი 19 107 ბენეფიციარი, ხარისხიანი სასმელი წყლით შეუფერხებლად მომარაგდება;
სამუშაოები ადგილზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჩართულობით მიღებული რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.

პროექტი, ერთობლივად, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 677 520 ლარს შეადგენს.
სასმელი წყლის ქსელის მშენებლობის პროცესს ადგილზე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები გაეცნენ.


მარნეული

ბოლო სიახლეები