მარნეულის მუნიციპალურ ავტოპარკს შემოდგომიდან, დიზელის ძრავზე მომუშავე Euro 5 ემისიის სტანდარტის 5 ერთეული საზოგადოებრივი ავტობუსი დაემატება.
მერიამ ISUZU-ს მარკის საზოგადოებრივი ავტობუსების შესაძენად ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „ჯი-თი გრუპ“-თან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
მხარეებს შორის ხელშეკრულებას ხელი მუნიციპალიტეტის მერიაში მოეწერა.
მუნიციპალიტეტმა ავტობუსების შესაძენად მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 311 000 ლარი გამოყო.
ავტობუსები 25 მგზავრზეა გათვლილი, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.