საქართველოს ავიაბაზარზე ავიაკომპანია "AIR MALTA" შემოვიდა

4 ივლისი, 2019 17:55 ტურიზმი

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ავიაკომპანია "AIR MALTA"-მ დაიწყო. პირველი რეგულარული რეისი მალტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 06:30 წუთზე Airbus A 320 ტიპის თვითმფრინავით შესრულდა. საინაუგურაციო რეისის მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით საზღვარზე ქართული ღვინო და ქართული წარმოების ჩირი ,,ჩიკორი" დაურიგდათ. მალტაზე გაფმრენ მგზავრებს კი ავიაკომპანიის ბრენდირებული სუვენირები. 
რეგულარული რეისები მალტადან თბილისის მიმართულებით ხუთშაბათობით შესრულდება.


ავიაცია მალტა

ბოლო სიახლეები